ძიუდო I განახლებულ რეიტინგში სამი ქართველი ლიდერობს, შავდათუაშვილმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT
ძიუდო I განახლებულ რეიტინგში სამი ქართველი ლიდერობს, შავდათუაშვილმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ულანბატორის გრან სლემის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მამაკაცთა შორის შვიდი წონით კატეგორიიდან სამში ქართველი სპორტსმენი ლიდერობს.

მამაკაცთა რეიტინგი:

60 კგ.

კვლავ მეხუთე ადგილზეა ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი (4 906 ქულა), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლუხუმ ჩხვიმიანი (2 262) 21-ე პოზიციაზეა, თემურ ნოზაძე – 28-ზე, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი 45-ე ადგილზე იმყოფება.

66 კგ.

რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს ვაჟა მარგველაშვილი (4 591). ამავე წონაში 914 ქულით 49-ე პოზიციაზეა გიორგი თუთაშვილი.

73 კგ.

პირველი ადგილიდან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა. წონის ლიდერი კი აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (6 000) გახდა. გიორგი ტერაშვილი 1 942 ქულით 21-ე ადგილზეა.

81 კგ.

რეიტინგის ლიდერი ისევ ტატო გრიგალაშვილია. ქართველი ძიუდოისტი (9 296) მამაკაცთა და ქალთა ყველა წონითი კატეგორიისთვის სარეკორდო ქულებით სიის სათავეშია. ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძე (1 085) 49-ეა, ზაურ დვალაშვილი (925) – 54-ე, ხოლო გიორგი შერაზადიშვილი (818) 55-ე პოზიციას იკავებს.

90 კგ.

ამ წონის ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძეა 7 050 ქულით, ლაშა ბექაური (5 100) მესამე ადგილზე გადავიდა, ბექა ღვინიაშვილი კი (4 783) სიაში მეხუთეა.

100 კგ.

რეიტინგის სათავეში 6 283 ქულით ილია სულამანიძეა, მეორე ადგილზე ზელიმ კოცოიევი (5 911) იმყოფება. ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 815), რომელმაც ულანბატორში ფინალში იასპარეზა, სიაში მერვეა, ონისე სანებლიძე (2 060) კი 27-ე ადგილზეა.

+100კგ.

ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი 3 645 ქულით მეცხრე ადგილზეა, გელა ზაალიშვილი (2 612) – მე-19-ზე, საბა ინანეიშვილი (1 730) კი 26-ე პოზიციაზეა.

ქალთა რეიტინგი:

57 კგ.

ეთერ ლიპარტელიანი (4 231) სიაში მერვე პოზიციაზეა.

63 კგ.

ეთერ ასკილაშვილი წონის რეიტინგში (310) 83-ეა.

+78 კგ.

სოფიო სომხიშვილი კლასიფიკაციაში (2 623) მე-17 პოზიციას იკავებს.