ძიუდო I ერაშვილმა და ჩიქოვანმა ლინცის ტურნირი უმედლოდ დაასრულეს #1TVSPORT
ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრების წევრები – ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და გიორგი ჩიქოვანი (100 კგ) ასპარეზობდნენ.
21 წლის ერაშვილი ნახევარფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში ავსტრიელ ტომას შარფეტერთან გაფრთხილებებით დამარცხდა, ხოლო შემდეგ რეპეშაჟში ბრაზილიელ გომესთანაც წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. გიორგი ჩიქოვანი კი მეორე წრეში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებმა – ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.