ძიუდო I დვალაშვილი და გოჩილაიძე ლინცის ტურნირის მერვედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრების წევრები – ზაურ დვალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81 კგ) წარმატებულად ასპარეზობენ.
21 წლის დვალაშვილმა მეორე წრეში შვეიცარიელი ვიტვერი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. გოჩილაიძემ კი ჩეხ სვობოდას სძლია და ისიც მერვედფინალში იჭიდავებს.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების განაცხადში თავდაპირველად მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერიც ფიგურირებდა, მაგრამ საბოლოოდ მან მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადიდან მოეხსნა.
ლინცში იმყოფება საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ძიუდოისტი – ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და ლევან გუგავა (100 კგ), რომლებიც ტურნირზე საჭიდაოდ ხვალ გამოვლენ.