ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრების წევრები – ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და გიორგი ჩიქოვანი (100 კგ) იბრძოლებენ.
21 წლის ერაშვილი პირველ წრეში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, ვატს შეხვდება, ჩიქოვანი კი სასტარტო დაპირისპირებას გერმანელ კაპერმეიერთან გამართავს. ტურნირზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენეთ, რომ გუშინ ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებმა – ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.