ძიუდო | გურამ თუშიშვილმა ლოზანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

21:06, 30.08.2026

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრი მაგომედომარ მაგომედომაროვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ლოზანის გრანდ სლემი, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფრდერაციის (IJF) ეგიდით პირველად ჩატარდა, სამი მედლით დაასრულა – ჩემპიონები  ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი გურამ თუშიშვილის ანგარიშზეა (+100 კგ).

მსგავსი