ძიუდო | გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ინალ ტასოევს შეხვდება #1TVSPORT

14:33, 30.08.2026

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე მეორე შეხვედრა მოიგო გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ქართველმა აშშ-ის ნაკრების წევრი ალექს სემენენკო დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ინალ ტასოევი იქნება.

ტურნირზე მეორე წრეში დამარცხდა სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) და გრანდ სლემს გამოეთიშა.

მსგავსი