ძიუდო | გურამ თუშიშვილი, აკაკი ჯაფარიძე და სოფიო სომხიშვილი ლოზანის გრანდ სლემის მერვედფინალში გავიდნენ #1TVSPORT
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი გამოდის.
გუნდის კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) პირველ შეხვედრაში ადნან ხანკანი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ალექს სემენენკო იქნება.
პირველი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა აკაკი ჯაფარიძემ (90 კგ), რომელმაც აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა და მერვედფინალში უზბეკ ნურბეკ მურთაზოევს შეხვდება. ამავე წონაში ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა ლუკა ჯავახიშვილი.

ქალთა შორის +78 კილოგრამნ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველ წრეში უკრაინელ კრისტინა ხომანს სძლია და მერვედფინალში ვენესუელის წარმომადგენელს, კარეონ ლეონს დაუპირისპირდება.
მოგვიანებით საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ილია სულამანიძე (100 კგ) იჭიდავებს.