ძიუდო | გრიგალაშვილი, შავდათუაშვილი და ტერაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილმა რეპეშაჟის პირველი შეხვედრა მოუგო კოსოვოელ აკილ გიაკოვას და ბრინჯაოს მედლისთვის თანამემამულე გიორგი ტერაშვილს შეხვდება, რომელმაც ნახევრაფინალში ტაჯიკ ბეჰრუზი ხოჯაზოდასთან დამატებით დროში წააგო.

81 კგ-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში ბრაზილელ გილერმე შმიდტთან გაფრთხილებებით დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იაპონელ კენია კოჰორას შეხვდება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.