ძიუდო | გრიგალაშვილი და ტერაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ, შავდათუაშვილი მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა და სამივე მათგანი განაგრძობს მედლისთვის ბრძოლას.

ტურნირზე 81 კგ-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამაცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბრაზილელი გილერმე შმიდტი იქნება.

ასევე ფინალში გასასვლელად იჭიდავებს ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილიც (73 კგ), რომელმაც მერვედფინალში წონის პირველი ნომერი, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა, ხოლო შემდეგ მოლდოველ პეტრუ ტელივანს სძლია. ნახევარფინალში ტერაშვილი ტაჯიკ ბეჰრუზი ხოჯაზოდას შეხვდება.

დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) მეოთხედფინალში უზბეკ მუროდჟონ იულდოშევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდება, სადაც პირველ შეხვედრას კოსოვოელ აკილ გიაკოვასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.