ძიუდო | გორში გამართულ ევროპის თასზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 24 მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ძიუდო | გორში გამართულ ევროპის თასზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 24 მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

გორში ძიუდოს ევროპის თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები გიორგი იანტბელიძე (73 კგ), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ), ნიკოლოზ დავლაძე (90 კგ), შალვა გურეშიძე (+100 კგ) და ნონა კვარაცხელია (+78კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლები იპოლიტე აქუბარდიამ (66 კგ), გიორგი ხმალაძემ (100 კგ), საბა ქარდავამ (+100 კგ) და თამარ გიგოლაევამ (48 კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს მათე გოგობერიშვილი (60 კგ), ხვიჩა გაფრინდაშვილი (66 კგ), საბა საბაშვილი (66 კგ), მათე ბერუაშვილი (73 კგ), ვაჟა ავაზნელი (81 კგ), მიხეილ ჯაფარიძე  (100 კგ), ზურაბ ჩაგელიშვილი (+100 კგ), გაბო მუკბანიანი (+100 კგ), მარიამ წურწუმია (48 კგ), ნუცა თათრიშვილი (52 კგ), მარიამ ბენდელიანი (52 კგ), სოფიო ბედოშვილი (57 კგ), თათა გამიაშვილი (57 კგ), ქეთი რობაქიძე (70 კგ) და დალი მაზანაშვილი (70 კგ) დაეუფლნენ.