ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირზე საქართველოს გუნდი 12 სპორტსმენით ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი ნაკრების 19 წლის წევრმა, გიორგი სარდალაშვილმა ტურნირზე მეორე შეხვედრაც მოიგო.
ახალგაზრდა ქართველმა ულამაზესი გდებით, იპონით დაამარცხა ავსტრიელი მარკუს აუერი და მეოთხედფინალშია. სარდალაშვილის მეტოქე ნახევარფინალში გასასვლელად ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი იქნება.
მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.