ძიუდო | გიორგი გივიშვილმა კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი – თამარ გიგოლაევი (48 კგ), თამარ სუხიაშვილი (52 კგ), გიორგი დულარიძე და გიორგი გივიშვილი (ორივე – 66 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც გივიშვილმა ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბრაზილიელ როჩას სძლია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:
50 კგ – შოთა ბაჩოშვილი
55 კგ – მერაბ სამადაშვილი
66კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე
73კგ – ცოტნე ბახტაძე
81კგ – გიორგი ბენდელიანი
90კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე
+90კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი
48კგ – თამარ გიგოლაევი
52კგ – თამარ სუხიაშვილი
63კგ – ნონა დოლიაშვილი
70კგ – ლიზი ქვარცხავა