ძიუდო | გიორგი დულარიძე კადეტთა ევროპის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ძიუდო | გიორგი დულარიძე კადეტთა ევროპის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

გორში მიმდინარე კადეტთა ევროპის თასის პირველ დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა დაიმსახურეს.

გამარჯვებული გიორგი დულარიძეა, ვერცხლის მედალს გიგი გიუნაშვილი დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ბექა დონღვანმა და გიორგი გივიშვილმა მოიპოვეს. 60 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალოსანი თორნიკე გიგაური გახდა. 55 კგ-ში ბრინჯაოს მედალს მერაბ სამადაშვილი დაეუფლა. ტურნირზე გოგონათა ნაკრებიდან ბრინჯაოს მედალი თამარ სუხიაშვილმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად იმართება ევროპის თასი კადეტ ძიუდოისტთა შორის, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება. ტურნირზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს მოიპოვებენ.