ძიუდო | გიორგი ათაბეგაშვილი - დოჰას მასტერსზე უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ
2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ყატარის დედაქალაქ დოჰაში, 11-13 იანვარს გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 15 ძიუდოისტი იასპარეზებს.
რამდენიმე დღეში გასამართ წლის პირველ ტურნირთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დოჰას მასტერსზე საქართველოს ნაკრები უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
„ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ყატარში რვა იანვარს უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება. ნაკრების წევრებმა კოვიდ-19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი უკვე გაიარეს და გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ გაიტესტებიან“, – განაცხადა ათაბეგაშვილმა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ის 13 კაცი და 2 ქალი ძიუდოისტი დაასახელა, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.
კაცები
60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ: ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი
90 კგ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი
100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი
ქალები:
52 კგ: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი