ძიუდო | გელა ზაალიშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ მალაგაში დასრულდა ევროპის თასი ძიუდოში, სადაც სამი ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა, მათ შორის მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, რომელმაც ორწლიანი დიკსვალიფიკაციის დასრულების შემდეგ პირველად იჭიდავა.

26 წლის ზაალიშვილმა მალაგაში ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა და ოთხივე იპონით მოიგო – ფინალში IJF-ის ლტოლვილთა გუნდის წარმომადგენელი ადნან ხანკანი 52 წამში შებოჭა და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელ ჯეიმს უელერ-ჰენრის, ესპანელ როდრიგო გარსია როხასსა და თურქ მუნირ ერტუგს აჯობა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 19 წლის მიხეილ კუპრაშვილმა იჭიდავა. მან იპონით დაამარცხა პორტუგალიელი ლუიშ დიოგო, ორი ვაზარით აჯობა ყირგიზ ერლან შეროვს, ასევე იპონით მოუგო შვედ ლეონიდას ჰიტონენს, ხოლო გამოცდილ ტიმურ არბუზოვთან ორი ვაზარით დამარცდა. კუპრაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა ბრიტანელ სკოტ კუსეკს მოუგო და დიდებში საერთაშორისო ასპარეზზე პირველი მედალი მოიპოვა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე ჯუმბერ მელაძემ (81 კგ) ერთი შეხვედრა იპონით მოუგო გერმანელ მაქსიმ მალშს, მაგრამ შემდეგ ჯერ შვეიცარიელ ტიენ ულევისთან, ხოლო შემდეგ რეპეშაჟში ბრიტანელ რორი ტაირელთან დამარცხდა.