ძიუდო | გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია, მუმლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტი ვასილ გამეზარდაშვილი (73 კგ) სერბ ვარნიჩიჩთან იუკოთი დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ოლიმპიურ ფესტივალზე გიორგი მუმლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (81 კგ).
ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე ორი ბრინჯაოს მედალი გახლდათ, რომლებიც ძიუდოისტებმა საბა ბოლქვაძემ და ვახტანგ ჭიაბერაშვილმა მოიპოვეს.