ძიუდო | გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია, მუმლაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი ძიუდოისტი ვასილ გამეზარდაშვილი (73 კგ) ფინალში იჭიდავებს – ახალგაზრდა ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი აგაკიშიევი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სერბ ვარნიჩიჩს დაუპირისპირდება.
ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოს ტურნირის ფინალურ ბლოკში გამოვა გიორგი მუმლაძეც (81 კგ), იგი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც ძიუდოისტებმა საბა ბოლქვაძემ და ვახტანგ ჭიაბერაშვილმა მოიპოვეს.