ძიუდო | ევროპის თასზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის თასზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

იტალიაში დასრულებულ ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენმა გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის ჩემპიონები გიორგი ლოლაძე (-73კგ), ლუკა ჯავახიშვილი (-81კგ) და საბა ქარდავა (+100კგ) გახდნენ, ხოლო თომა გელაშვილი მესამე ადგილზე გავიდა (-60კგ).