ძიუდო | ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ლოლაძემ - ვერცხლის, ჯავახიშვილმა კი ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დღეს ექვსი ქართველი – გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი (ორივე 73კგ), ალექსანდრე ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი (ორივე 81 კგ), ნინო გულბანი, ემანუელა გელაშვილი (ორივე 70კგ) გამოვიდა, რომელთაგან ოთხი მამაკაცი ძიუდოისტი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.
ტურნირზე ოქროს მედლისთვის იჭიდავა ალექსანდრე ლოლაძემ. კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველმა 18 წლის აზერბაიჯანელ სულეიმან შუქუროვთან იპონით წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა ჯავახიშვილმა. გიორგი ლოლაძე და მათე ბერუაშვილი კი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში დამარცხდენენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებიდან ვერცხლის მედალი ნინო ლოლაძემ (57 კგ) მოიპოვა.