ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობს.

ლიპარტელიანმა მერვედფინალში გასასვლელად ბრიტანელი ლელ ნაირნი იპონით დაამარცხა. შემდეგ დაპირისპირებას ეთერი კოტ’დივუარელ დაბონესა და უზბეკ ამინოვას შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოდ ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.