ძიუდო | დულარიძე და გივიშვილი კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი – თამარ გიგოლაევი (48 კგ), თამარ სუხიაშვილი (52 კგ), გიორგი დულარიძე და გიორგი გივიშვილი (ორივე – 66 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც დულარიძე და გივიშვილი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.
დულარიძე ნახევარფინალში პოლონელ სიმონ სზულიკთან ვაზარით დამარცხდა, გივიშვილმა კი აზერბაიჯანელ აბილ იუსუპოვთან გაფრთხილებებით წააგო.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:
50 კგ – შოთა ბაჩოშვილი.
55 კგ – მერაბ სამადაშვილი.
66კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე.
73კგ – ცოტნე ბახტაძე.
81კგ – გიორგი ბენდელიანი.
90კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე.
+90კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი.
48კგ – თამარ გიგოლაევი.
52კგ – თამარ სუხიაშვილი.
63კგ – ნონა დოლიაშვილი.
70კგ – ლიზი ქვარცხავა.