ქართველმა ტიტულოვანმა ძიუდოისტებმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულეს.
სპორტსმენების ძიუდოდან გაცილების ცერემონია თბილისის გრანდ სლემზე გაიმართება.
23 მარტს, წინასწარ შეხვედრებსა და ფინალურ ბლოკს შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის დიდი სპორტიდან გაცილების ღონისძიება შედგება, ხოლო 24 მარტს, ასევე წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის ვარლამ ლიპარტელიანს გააცილებენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.