ძიუდო | ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ათი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
პერუს დედაქალაქი ლიმა 28-დან 31 აგვისტოს ჩათვლით ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობას უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 ძიუდოისტით გამოვა:
55 კგ – შოთა ბაჩოშვილი
60 კგ – მერაბ სამადაშვილი, ლუკა დათაშვილი
66 კგ – გიორგი გივიშვილი, ვასილ გამეზარდაშვილი
73 კგ – ცოტნე ბახტაძე, გიორგი მუმლაძე
81 კგ – საბა ჯახველაძე
90 კგ – გიორგი გელაშვილი
+90 კგ – ნოდარ კობალაძე
მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური შეჯიბრი 28-31 აგვისტოს გაიმართება, გუნდური ასპარეზობა კი პირველ სექტემბერს ჩატარდება.