ძიუდო | ბაქოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 22-24 სექტემბერს ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზებს. ტურნირზე ჩვენი გუნდი 16 ძიუდოისტით გამოვა (14 კაცი+2 ქალი). ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე სპორტსმენი დააკლდება – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე 90კგ) გრანდ სლემზე არ იჭიდავებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბაქოს გრანდ სლემზე:
კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი, თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100 კგ.).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
შეგახსენებთ,რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.