ძიუდო | ავსტრიის გრანპრის შემდეგ მსოფლიო რეიტინგი განახლდა #1TVSPORT
ავსტრიის გრანპრის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა.
გურამ თუშიშვილი, რომელმაც 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, ავსტრიის გრანპრიზე გამარჯვებით მძიმეწონოსნების რეიტინიგის სამეულში შევიდა. სიის სათავეში ლეგენდარული ფრანგი სპორტსმენი ტედი რინერია.
100 კგ-ში ილია სულამანიძე მეოთხე ადგილზეა, რეიტინგს კი აზერბაიჯანელი კოცოიევი ლიდერობს.
90 კგ წონით კატეგორიაში მეორე-მესამე ადგილს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურძე ინაწილებენ. სიის სათავეში იაპონელი მურაოა.
81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი რეიტინგის პირველი ნომერია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ზედიზედ ორ შეჯიბრებაზე 90კგ-ში იასპარეზა.
73 კგ-ში ჩვენი ყვლაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მე-16 ადგილზე იმყოფება, პირველი ნომერი აზერბაიჯანელი ჰეიდაროვია.
66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი რეიტინგის მეექვსე ნომერია, სიის სათავეში კი იაპონელი აბეა. რაც შეეხება 60კგ-ს, სამეულშია ახალგაზრდა გიორგი სარადალაშვილი, პირველი ამ წონაში იაპონელი ნაგაიამაა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით შემდეგ ტურნირი, თბილისის გრანდ სლემი 21-23 მარტს გაიმართება.