ძიუდო | ალექსანდრე ლოლაძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | ალექსანდრე ლოლაძე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი – ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე (ორივე 81კგ), თამაზ კობერიძე (90კგ) და ნინო გულბანი (70კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ლოლაძემ ფინალში გასვლა მოახერხა. ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის ნახევარფინალში იაპონელი ნაოტო იზავა ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ასევე იაპონელ კაიტო ამანოს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები დღემდე მედლის გარეშე გახლდათ. შეჯიბრების პირველ დღეს კაკო ჩაფურიშვილსა (60 კგ) და თენგო ზირაქაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ორივე მათგანი დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

ვაჟები:

60 კგ | კაკო ჩაფურიშვილი. 66 კგ | თენგო ზირაქაშვილი. 73 კგ | გიორგი ტერაშვილი. 81 კგ | ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე. 90 კგ | თამაზ კობერიძე. 100 კგ | გიორგი ბადუაშვილი. +100 კგ | შალვა გურეშიძე.

გოგონები:

48 კგ | მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია. 52 კგ | ელენე წიკლაური. 57 კგ | ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე. 63 კგ | ეთერ ასკილაშვილი. 70 კგ | ნინო გულბანი. +78 კგ | ნინო პაპიძე.