ძიუდო | ახალკაცი და ბეროშვილი რომის ტურნირის ნახევარფინალში არიან, მაისურაძე ასპარეზობას გამოეთიშა #1TVSPORT
რომში მიმდინარე ძიუდოს ღია პირველობაზე ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) და ირაკლი ბეროშვილი (81კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა. უიღბლო გამოდგა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ძიუდოში დაბრუნება ლუკა მაისურაძისთვის (90კგ). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მერვედფინალში იტალიელ ბედელთან წააგო. 90კგ-ში ასევე გამოდიოდნენ მიხეილ კუპრაშვილი და თორნიკე ფოლადიშვილი.
რომის ღია პირველობაზე 10 ნოემბერს მედლები 81, 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.