ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT
ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილი (81 კგ) ფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესლ აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი დიმიტრი გოჩილაიძემ მოიპვა.

შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოდიოდა – გიორგი ჩიხელიძე და გიორგი ტერაშვილი მერვედფინალში დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ.

13 ოქტომბერს აბუ დაბის გრანდ სლემზე ორი ქართველი იასპარეზებს – მედლების მოპოვებას ლუკა ბაბუციძე (90 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ) შეეცდებიან.