ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები შვიდი სპორტსმენით გამოვა #1TVSPORT
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი 11-13 ოქტომბერს ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების შვიდი წევრი იასპარეზებს.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა:
66 კგ – ლაშა ნადირაძე
73 კგ – გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი
81 კგ – დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი
90 კგ – ლუკა ბაბუციძე, მიხეილ ჯაფარიძე
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედლის მოპოვება შეძლო. ოქროს მედალს ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა, მესამე ადგილი კი გიორგი ჯაბნიაშვილმა დაიკავა.