ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გრანდ სლემზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოდიოდა – გიორგი ჩიხელიძე და გიორგი ტერაშვილი მერვედფინალში დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ.