ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე გოჩილაიძე ნახევარფინალშია, დვალაშვილი მეოთხედფინალში ტატალაშვილს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბის გრანდ სლემზე დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) მეოთხედფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულ-კერიმ ტასუევი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს შეხვდება.

ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) მერვედფინალში უნგრელი ბენედეკ ტოტს  მოიუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილს დაუპირისპირდება.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიხელიძე და გიორგი ტერაშვილი მერვედფინალში დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.