ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე დიმიტრი გოჩილაიძე მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
აბუ დაბის გრანდ სლემზე პირველი შეხვედრა გამართა დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ), რომელმაც მერვედფინალში უზბეკი სუხრობ ტურსუნოვი გაფრთხილებებით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულ-კერიმ ტასუევი იქნება.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიხელიძემ და გიორგი ტერაშვილმა მერვედფინალური ორთაბრძოლები წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
კიდევ ერთი ქართველი ზაურ დვალაშვილი (81 კგ) შეჯიბრებაში მოგვიანებით ჩერთვება.