ძიუდო | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შერეული გუნდური შეჯიბრების ნახევარფინალშია #1TVSPORT
პოლონეთის ქალაქ პილაში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება იმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში რუმინეთს 4:3 მოუგო და ნახევარფინალში გერმანიის ძლიერ ნაკრებს შეხვდება.
გუნდური ასპარეზობის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ნიდერლანდები და უკრაინა დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ასპარეზობებში 16 ნოემბერს დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრები მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა – ჩვენი გუნდის ანგარიშზე სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.