ძიუდო | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შერეული გუნდური შეჯიბრების ფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შერეული გუნდური შეჯიბრების ფინალშია #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ პილაში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება იმართება. ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ძლიერი გუნდი 4:1 დაამარცხა და ფინალში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. უკრაინამ ნახევარფინალში ნიდერლანდელებს 4:1 სძლია.

საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ შეჯიბრებაზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს:

90 კგ აკაკი ჯაფარიძე

+70 კგ ნინო პაპიძე

+90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი

57 კგ ნინო ლოლაძე

73 კგ გიორგი ლოლაძე

70 კგ ეთერ ასკილაშვილი

შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ასპარეზობებში 16 ნოემბერს დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრები მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.