ძიუდო | იუნიორთა მსოფლიო პირველობაზე 13 ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს #1TVSPORT
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში 2-6 ოქტომბერს იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. პირველი სამი დღე ინდივიდუალურ ტურნირს დაეთმობა, 6-ში კი გუნდური შეჯიბრებაა დაგეგმილი.
მსოფლიო პირველობაზე 13 ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს – 9 ვაჟი და 4 გოგონა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა:
73 კგ – მათე ბერუაშვილი, თორნიკე ვახტანგაძე
81 კგ – ალექსანდრე ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი
90 კგ – ნოდარ ალაპიშვილი
100 კგ – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი
+100 კგ – თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა
48 კგ – ჯულიეტა როდონაია
57 კგ – ნინო წიკლაური
63 კგ – ნონა დოლიაშვილი
+78 კგ – ნინო პაპიძე
2023 წელს იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიაში 17 ქართველი გამოვიდა. ტურნირის გამარჯვებული შალვა გურეშიძე (+100 კგ) გახდა, ალექსანდრე ლოლაძემ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.