საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრი თორნიკე ძამაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დამამშვიდებელ წრეში თორნიკე ძამაშვილმა მოლდაველი ივან ბესლეაგა 5-4 დაამარცხა და საღამოს ფინალურ ბლოკში აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევს დაეჭიდება.
პირველი დღის შედეგების შემდეგ დღეს რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევს დაეჭიდება.
ბრინჯაოს მედლებისთვის კი დღეს ასევე ნუგზარ წურუწუმია (55 კგ) ხოლო იაკობ ქაჯაია (130 კგ) იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკი 1-ელ მაისს 19:00 საათიდან დაიწყება.