ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის წონითი კატეგორიები შეამცირა #1TVSPORT
პარიზის ფიცარნაგზე ცვლილების თანახმად, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები ხუთ-ხუთ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.
ვაჟებში მედლების ხუთი კომპლექტი 61, 73, 89, 102 და +102 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ქალთა შეჯიბრზე კი გამარჯვებულები 49, 59, 71, 81 და +81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟებშიც და გოგონებშიც მედლები შვიდ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
წონით კატეგორიებში შეტანილი ცვლილებების გამო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზის და ასევე ევროპის ხუთგზის ჩემპიონის ლაშა ტალახაძის მიერ +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში დამყარებული ოლიმპიური რეკორდები ისტორიის კუთვნილება გახდება.