ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე თათია ლორთქიფანიძე "ბ" ჯგუფის გამარჯვებულია
ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე თათია ლორთქიფანიძე -69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში “ბ” ჯგუფის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეები ორივე დისციპლინაში დაჯაბნა (ატაცი 93 კგ. აკვრა 121 კგ.) და ჯამური 225 კილოგრამით “ბ” ჯგუფი იოლად მოიგო.
მეორე ადგილზე შვეიცარიელი ნორა იაგი გავიდა (195 კგ.). მესამე ადგილი კი ავსტრიელ ვიქტორია ჰანს ერგო (185 კგ.).