ძალოსნობა | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს რეზი დავითაძე იასპარეზებს #1TVSPORT
კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან 12 დეკემბერს, დილის 4:00 საათზე რეზი დავითაძე იასპარეზებს. ფიცარნაგზე მედლების კომპლექტი 89 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდება.
ასპარეზობა თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების ათვლა დაიწყო.