ძალოსნობა | მარიამ მაისურაძის სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT
ძალოსნობა | მარიამ მაისურაძის სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) სამი მედალი მოიპოვა.

ქართველმა გოგონამ ატაცში 68/70 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი დაიმსახურა, აკვრაში თავი 85/88/90 კილოგრამი ასწია და ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო ორჭიდში (158 კილოგრამით) ვერცხლი მოიპოვა.

გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – თემურ ჯანჯღავა

მარიამ მაისურაძის პირადი მწვრთნელი – გურამ მამიაშვილი

ექიმი-რეაბილიტოლოგი – გიორგი ჭინჭარაული