ძალოსნობა - იუნიორთა და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრების შემაგდენლობა დასახელდა
საქართველოს იუნიორთა და 23 წლამდელთა ნაკრები ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, რომელსაც რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი 20-27 ოქტომბერს უმასპინძლებს.
ქართველმა ძალოსნებმა დასკვნითი შეკრება დუშეთში გაიარეს. იუნიორთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ლომთაძემ და 23 წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზეთა შემაგდენლობა დაასახელეს.
23 წლამდელთა ნაკრები:
55 კგ. – გიორგი დოკვაძე
61 კგ. – გოდერძი ბერდელიძე
67 კგ. – გოგა ჩხეიძე
89 კგ. – რევაზ დავითაძე
96 კგ. – ანტონ პლესნოი
+109 კგ. – გიორგი ჩხეიძე
იუნიორთა ნაკრები:
67 კგ. – გურამ გიორბელიძე
67 კგ. – კახი ასანიძე
73 კგ. – არჩილ მალაყმაძე
81 კგ. – ბელგარ სოლომონიძე
81 კგ. – ლომია თებიძე
89 კგ. – ედუარდ კაკაბაძე
96 კგ. – ირაკლი გობეჯიშვილი
96 კგ. – ზაზა ლომთაძე
109 კგ. – აკაკი ტალახაძე
+109 კგ. – თორნიკე კაკაბაძე