ძალოსნობა I დიმიტრი აბრალავა ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში დიმიტრი აბრალავამ ატაცში (U15) ჯერ – 95, შემდეგ კი 100 კგ. დაძლია და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 110, 115 და 120 კგ. დააფიქსირა, რითიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
აბრალავამ ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა ორჭიდის ჯამში. მისი შედეგი 220 კგ-ია. დიმიტრი აბრალავამ ატაცში საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა, მან წინა მაჩვენებელი 2 კგ-ით გაზარდა.