ძალოსნობა | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანი ატაცში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა #1TVSPORT
ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
81 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა ჯაჯვანმა ატაცში 150 და 155 კგ დაძლია, რითიც მესამე ადგილზე გავიდა. ის აკვრაში 180 და 187 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო ორჭიდის ჯამში 341 კგ-ით მეოთხე ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ფიცარნაგზე ასევე გამოვიდა ლევან ოჩიგავა. მან ატაცში 145 და 149 კგ დაძლია და მერვე ადგილზე გავიდა. ძალოსანი აკვრაში დაძლეული 180 და 186 კგ-ით მეექვსე საფეხურზეა, იმავე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 335 კგ-ითაც.