ძალოსნობა | 15 წლის მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ძალოსნობა | 15 წლის მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

საქართველოს გოგონათა ნაკრების (U15) დებიუტანტმა წევრმა, მარიამ მურღვლიანმა დღეს ბრწყინვალედ იასპარეზა.

კონტინენტის პირველობაზე 15 წლის ქართველმა გოგონამ სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მარიამ მურღვლიანი პირველი ქართველი გოგონა გახლავთ, რომელმაც ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.