ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლაშა ტალახაძე იასპარეზებს #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 17 დეკემბერს ფიცარნაგზე +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გავლენ.
შეჯიბრის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ორი ძალოსანი იასპარეზებს.
09:00 საათზე ფიცარნაგზე ბაქარ თურმანიძე გამოვა, 15:00 საათზე ფინალურ ბლოკში მსოფლიო ფიცარნაგზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.
15 საათიდან პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.