ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ირაკლი ჩხეიძე იწყებს
ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ირაკლი ჩხეიძე იწყებს

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საკუთარ ძალებს 102 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები მოსინჯავენ. საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს ფიცარნაგზე იუნიორთა და ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი . საქართველოს პირველობის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ირაკლი ჩხეიძე გამოვა.

შეჯიბრი 17:25 საათზე დაიწყება.