ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედლების კომპლექტი 55 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდა #1TVSPORT
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედლების კომპლექტი 55 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდა #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრმა, 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი დოკვაძემ ორჭიდის ჯამში 229 კგ დაძლია და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილზე გავიდა.
55კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული ბულგარელმა რუსევმა მოიპოვა, რომელმაც 147 კგ. დააფიქსირა.

დღეს, საღამოს საკუთარ ძალებს 61 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზე შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი მოსინჯავენ.

4 აპრილს 21:00 საათიდან პირდაპირ რეპორტაჟს „ტელესკოლის“ ეთერში იხილავთ.

მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.