ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებმა ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ ატაცში 164 კგ დაძლია და პირველი ადგილი დაისაკუთრა. აკვრაში დავითაძემ 187, 192 კგ დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ორჭიდის ჯამში 356 კილოგრამით პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება მეორე მონაწილეს ოთარ კაკაბაძეს – მან ატაცში სამივე ცდა (150, 154, 157) წარმატებით გამოიყენა, ხოლო აკვრაში 182, 187 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში მისი შედეგი 344 კილოგრამია.