დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, გამარჯვებული და პრიზიორები 61 კგ. წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ.
აღნიშნულ კატეგორიაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. დამყარდა საქართველოს სამი რეკორდიც. შოთა მიშველიძემ ატაცსა და აკვრაში საქართველოს რეკორდი თითო-თითო კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდის ჯამში ორი კილოგრამით გადააჭარბა სარეკორდო ზღვარს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც მიშველიძეს ეკუთვნოდა.
61 კგ.
I შოთა მიშველიძე (ქუთაისი) – 136. 159. 295
II გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) – 131. 148. 279
III რამინ შამილიშვილი (აჭარა) – 120. 147. 267