ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე ასპარეზობს.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში ჯერ – 168, შემდეგ კი 173 კგ დაძლია და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამ წუთებში კი შეჯიბრი აკვრაში მიმდინარეობს.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.